ირაკლი კობახიძე რობერტ ფიცოს განცხადებაზე: ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის სრულიად ლოგიკური

ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის სრულიად ლოგიკური, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, ის ხშირად ციტირებდა რობერტ ფიცოს კონკრეტულ ვიდეომიმართვას, სადაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აღწერს ისეთ პროცესებს, რაც არის იდენტური იმისა, რაც ხდება დღეს საქართველოში.

„ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, მე დეტალები არ ვიცი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. აბსოლუტურად ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში. მე ხშირად ვციტირებდი ხოლმე სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს კონკრეტულ ვიდეომიმართვას, სადაც ის აღწერს სლოვაკეთში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ლიბერალური ფაშიზმის განვრცობას სლოვაკეთის ტერიტორიაზე. რასაც ის აღწერს თავის ათწუთიან მიმართვაში, არის აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც ხდება დღეს საქართველოში. შესაბამისად, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის სრულიად ლოგიკური, შესაბამისად, მე ეჭვს ვერ შევიტანდი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები