ტრამპი – ამერიკელებს არ სურთ, ბავშვმა სახლი როგორც ბიჭმა, ისე დატოვოს და ორ დღეში როგორც გოგო დაბრუნდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელები მიხვდნენ, რომ მის ოპონენტებს ქვეყნის მართვა არ შეეძლოთ და მათი პოლიტიკა საშინელება იყო.

„მაგალითად, ამერიკელებს არ სურთ, ნახონ ქალი, რომელსაც რინგზე კაცი სცემს, სწორია?! არ სურთ, იხილონ კაცების და ქალების სპორტი, არ სურთ ყველასთვის სქესის შეცვლა. არ სურთ, ბავშვმა სახლი, როგორც ბიჭმა დატოვოს და ორ დღეში როგორც გოგო დაბრუნდეს. მშობელს არ სურთ ამის დანახვა. თუმცა, არსებობს შტატები, სადაც ეს შეიძლება, მოხდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატებს ჯანსაღი აზროვნება არ აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები