პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია – ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 56-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები