გერმანიაში, სკვერში მამაკაცი და ბავშვი მოკლეს
გერმანიაში, ქალაქ აშაფენბურგის მოსასვენებელ სკვერში დანით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. პოლიციის ინფორმაციით, ორი დაშავებული კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.
საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ბრალდებული, 28 წლის ავღანელი მამაკაცი. ამ დროისთვის გამოძიებას სხვა ეჭვმიტანილები არ გამოუვლენია.
მომხდარის მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.