ირაკლი რუხაძე: ბიძინა ივანიშვილიც მომწონს პიროვნულად და „ქართული ოცნებაც“, შემიძლია „ქართული ოცნება“ ვაკრიტიკო სამი დღე, მაგრამ ასეთი განვითარება ჩვენ არ გვქონია ახალ ისტორიაში
„იმედი“ არსებობს იმიტომ, რომ არ მოვიდეს მეორე მხარე და სანამ არსებობს მეორე მხარე და ივანიშვილი, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ავტომატურად ივანიშვილის მხარეს, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ბიძინა ივანიშვილი არ მოსწონს.
„იმედი“ არსებობს იმიტომ, რომ არ მოვიდეს მეორე მხარე და სანამ არსებობს მეორე მხარე და ივანიშვილი, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ავტომატურად ივანიშვილის მხარეს… მე ბიძინა ივანიშვილიც მომწონს პიროვნულად და „ქართული ოცნებაც“ მომწონს. შემიძლია „ქართული ოცნება“ ვაკრიტიკო სამი დღე, შემიძლია უამრავ რამეზე ვაკრიტიკო, მაგრამ, ასეთი განვითარება ჩვენ არ გვქონია, ახალ ისტორიაში“, – აღნიშნა რუხაძემ.