საქალაქო სასამართლოში ლევან ჩაჩუას პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი გაიმართება. ჩაჩუას ბრალდების საქმეზე სასამართლო დღეს არსებით განხილვაზე გადადის, სადაც ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა თქვან. პროცესს ლევან ჩაჩუაც დაესწრება. შეგახსენებთ, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, 2014 წლის 20 მარტს დააკავა. პროკურატურის ვერსიით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ლევან ჩაჩუას ბრალი საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები