სამების საკათედრო ტაძარში წყალკურთხევის წესი შესრულდა

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში წყალკურთხევის წესი შესრულდა.

საზეიმო წირვა-ლოცვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო ატარებს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა და ასევე, ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები