გრენლანდიის პრემიერი: ჩვენ არ გვინდა ვიყოთ შეერთებული შტატების ნაწილი, მაგრამ მათთან თანამშრომლობა გვსურს
გრენლანდიის პრემიერ მინისტრმა, მუტე ეგედემ განაცხადა, რომ კუნძულს სურს მჭიდრო კავშირები შეერთებულ შტატებთან და დანიასთან, მაგრამ მხოლოდ გარკვეულწილად.
ეგედემ კვლავ აღნიშნა, რომ გრენლანდიელებს არ სურთ იყვნენ არც ამერიკელები და არც დანიელები.
„ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ნატო-ს ნაწილი. ახლო მეზობლები ვართ. გვინდა ნათლად განვაცხადოთ: ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ შეერთებული შტატების ნაწილი, მაგრამ მათთან თანამშრომლობა გვსურს“, – აცხადებს გრენლანდიის პრემიერი.
ინფორმაციისთვის, 2024 წლის 23 დეკემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ მას გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება სურს.