ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვია,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მოსკოვში პეზეშკიანი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან, ხოლო შემდეგ მხარეები მოსკოვსა და თეირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ.

როგორც რუსული მედია აღნიშნავს, პეზეშკიანისა და პუტინის შეხვედრა რიგით მესამე იქნება. პირველი ორი გასული წლის ოქტომბერში შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები