ირაკლი კირცხალია: 300 ათას ხმაზე ხომ ჰქონდათ საუბარი, 300 ხმის მტკიცებულება მოიტანონ, სად და როგორ გაყალბდა არჩევნები

300 ათას ხმაზე ხომ ჰქონდათ საუბარი, 300 ხმის მტკიცებულება მოიტანონ, სადა და როგორ გაყალბდა არჩევნები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ განიხილავს ახალი არჩევნების მოთხოვნას ოპოზიციის მხრიდან, რასაც საერთაშორისო პარტნიორებიც უჭერენ მხარს.

„ეს არის სრული აბსურდი. არანაირი საფუძველი [ახალი არჩევნების] არ არსებობს. 300 ათას ხმაზე ხომ ჰქონდათ საუბარი, 300 ხმის მტკიცებულება მოიტანონ, სადა და როგორ გაყალბდა არჩევნები. რაც შეეხება მათ პარტნიორებს, რომლებსაც როგორც ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს ისე განიხილავენ, პარტნიორები ასე არ იქცევიან“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები