მამუკა მდინარაძე: მზია ამაღლობელის მიმართ პირდაპირ ეთერში მტკიცებულება შექმნა თავად მზია ამაღლობელმა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეს გამოეხმაურა.
“ეს არის მარაზმი, როდესაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავთ, როგორ აჩერებს ქურთუკით ქალბატონი პოლიციელს და შემდეგ სახეში ურტყამს და ამბობენ, რომ ეს მოგონილი ამბავია, ნანახის საწინააღმდეგოდ მიდიან. ანუ ერთია, რას ვუყურებთ და მეორეა თურმე სხვა სიმართლე, მოდელირებული სიმართლე.
მზია ამაღლობელის მიმართ პირდაპირ ეთერში მტკიცებულება შექმნა თავად მზია ამაღლობელმა. დიდი იდენტიფიცირება არ სჭირდება ნიღბის გარეშეა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.