დონალდ ტუსკი: პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დააჩქარებს
„პოლონეთის თავმჯდომარეობა მოლაპარაკებებს ჩიხიდან გამოიყვანს, სადაც ისინი გასულ თვეში აღმოჩნდნენ, რათა დააჩქაროს გაწევრიანების გზა“, – განაცხადა ტუსკმა.
მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ პოლონური კომპანიები უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში მონაწილეობას მიიღებენ.
„ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, მაგრამ ასევე მივხედავთ საკუთარ ინტერესებს. ეს ორივე მხარისთვის ნათელია“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც უკრაინული მედია წერს, კიევმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
როგორც უკრაინული მედია წერს, იმის გამო, რომ უკრაინა კვლავ საომარ მდგომარეობაშია, გაწევრიანების ნებისმიერ პროცესს წლები დასჭირდება, რაც მედიის ვარაუდით იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შორეულ პერსპექტივად დარჩება.