გიორგი გამსახურდია: ხალხნო, აზრზე ხართ რა დონეზე აქვთ ძალადობა წახალისებული ამ ვითომ ოპოზიციას? პოლიტიკოსად თვლის თავს ეს გარეწარი გახარია
გიორგი გამსახურდია ბათუმში მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ხალხნო, აზრზე ხართ რა დონეზე აქვთ ძალადობა წახალისებული ამ ვითომ ოპოზიციას? პოლიტიკოსად თვლის თავს ეს გარეწარი გახარია და მეორე პოლიტიკოსი, კარებში ეკითხება მიცანიო? ეს კიდევ, პასუხად ჭიქიან ხელს ურტყამს! ეს მოღალატე, ნაძირალა და მოძალადე! თან, აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაშია…“, – წერს გიორგი გამსახურდია.
ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა.