სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დააკავეს

სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი დააკავეს, რომელსაც ბრალად საომარი მდგომარეობის დაწესების მცდელობის შემდეგ აჯანყება ედება,- ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ ის დათანხმდა დაკავებას, რათა თავიდან აიცილოს ძალადობრივი ესკალაცია. პრეზიდენტის თქმით, ეს დაკავება უკანონო იყო.

სამართალდამცველები სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის დაკავებას მეორედ ცდილობდნენ.

პოლიციამ პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, ათასი სამართალდამცველი განალაგა.

ამასთან, პრეზიდენტის რეზიდენციასთან იუნ სოკ იოლის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა სამხრეთ კორეის ისტორიაში, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები