მარკ რუტე: მოგვიწევს რუსული ენის სწავლა, თუ თავდაცვისთვის მეტ თანხას არ გამოვყოფთ

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართა და განაცხადა, რომ თუკი თავდაცვისთვის მეტ თანხას არ გამოყოფენ, ევროპელებს 4-5 წელიწადში მოუწევთ რუსული ენის სწავლა.

როგორც რუსული მედია იუწყება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი ევროპელებს „დაემუქრა“.

„თუ ამას [სამხედრო საჭიროებისთვის თანხის გამოყოფა] არ გავაკეთებთ, 4-5 წელიწადში მოგვიწევს რუსული ენის კურსების გავლა ან ახალ ზელანდიაში წასვლა“, – განაცხადა მარკ რუტემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები