დავით მათიკაშვილი: „ნაცმოძრაობის“ ბევრმა ჩინოსანმა სამართლებრივად აგო პასუხი, თუმცა პოლიტიკური შეფასების ჭრილში სისტემურად, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გაცემულა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა ჩინოსანმა სამართლებრივად აგო პასუხი, თუმცა პოლიტიკური შეფასების ჭრილში სისტემურად, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გაცემულა”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ ქმედებებს სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო პასუხი დიდი ხანია უკვე გასცა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა ჩინოსანმა სამართლებრივად აგო პასუხი, თუმცა პოლიტიკური შეფასების ჭრილში სისტემურად, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გაცემულა. საქართველოში არ გაცემულა, თორემ სტრასბურგის სასამართლომ ამ თემას ძალიან კარგად, მკაფიო პასუხი დიდი ხანია უკვე გასცა – ეს იყო სისტემური დანაშაული. ამ სისტემურ დანაშაულს, სამწუხაროდ, ჩადიოდნენ ის პირები, ვინც 2012 წლამდე იყვნენ ხელისუფლებაში ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია – საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები