ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 12 პირიდან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ბათუმში, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 12 პირიდან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამ ეტაპზე, პატიმრობაში რჩება ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა პირი, რომელსაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, ხოლო „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები