ციცინო შავაძე: „ნაცმოძრაობა“ კანონის წინაშე პასუხს აგებს ყველანაირ დანაშაულზე და ეს იქნება გადამწყვეტი ყველასათვის

2008 წელს გარდაცვლილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ეხმაურება.

„ბოლოს და ბოლოს ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. „ნაციონალური მოძრაობა“, ის ხალხი, ვინც სათავეში იყო, კანონის წინაშე პასუხს აგებს ყველანაირ დანაშაულზე და ეს იქნება გადამწყვეტი ყველასათვის და ყველაფრისთვის – ისტორია თავის სიტყვას იტყვის. ქართველ ხალხს ამნეზია არ დამართვია. მკვლელების პარტია, შემიძლია ასე ვუწოდო. რაც ჩვენ გამოგვატარეს და არა მარტო ჩემი ოჯახი, ჩემს გარდა ძალიან ბევრი გამწარებული ოჯახია“, – აღნიშნა ციცინო შავაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები