დავით მათიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე: ეს საზოგადოების დაკვეთის შესასრულებლად ხორციელდება

“ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის შესახებ ოპოზიციის განცხადებები შეაფასა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ინიციატივა „ქართულ ოცნებას“ საკუთარი დანაშაულების გადასაფარად სჭირდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გარდა თავში არავის მოუვა ასეთი აბსურდის გაჟღერება, რადგან არათუ რაიმე ფორმით გადაფარვის, არამედ კონკრეტული მოცემულობის გასარკვევად და საზოგადოებისთვის, მისივე დაკვეთის შესასრულებლად ხორციელდება იმ დანაპირების აღსრულება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ გასცა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები