რატი იონათამიშვილი: საქართველო ორიენტირებულია განვითარებაზე და იმ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაზე, რაც თუნდაც შუა დერეფნის პროექტით არის მოაზრებული
“ქართული ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობის გამო კრიტიკას გამოეხმაურა.
„ჩინეთთან მჭიდრო და ეფექტური სავაჭრო ურთიერთობების განვითარება დღის წესრიგში ნებისმიერ ქვეყანას უდგას დღეს და ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი შესაძლებლობა იქნება ნებისმიერი დიდი თუ საშუალო მოთამაშისთვის. ამ ყველაფრის ფონზე, მსგავსი განცხადებების გაკეთება კიდევ უფრო მეტად უადგილო არის და აქ ჩანს, რომ ეს ადამიანები საქართველოს უყურებენ, როგორც დაბალ ღობეს, რომელიც მონურ მორჩილებაში უნდა იყოს ამ ადამიანების მიმართ და სინამდვილეში, ჩვენ ამაყი და ძლიერი ქვეყანა ვართ, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე და იმ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაზე, რაც თუნდაც შუა დერეფნის პროექტით არის მოაზრებული“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ჯო უილსონი და ლორა თორნტონი საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აკრიტიკებენ.