იმერეთის რეგიონში საგადასახადო სამართალდარღვევის 45 ფაქტი გამოვლინდა
იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში, მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად საგადასახადო სამართალდარღვევის 45 ფაქტი გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ აღნიშნულ რეგიონში გადამხდელების მიერ ანგარიშსწორებისას სალარო საკონტროლო აპარატების გამოყენების შემოწმების მიზნით, 47 საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა, რის შედეგადაც სამართალდარღვევის 45 ფაქტი გამოვლინდა. ამავე ღონისძიების ფარგლებში, სალარო საკონტროლო აპარატის გამოყენების წესების დაცვის კონტროლის პროცედურის ჩატარების შედეგად სამართალდარღვევის კიდევ 19 გამოვლინდა. “დაფიქსირდა ზედნადების გამოუყენებლობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევაც. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები პერმანენტულად ტარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – როგორც თვითმმართველი ქალაქების, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში“,-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.