“მწვანე ბუდაპეშტი” – შენი ოცნების სახლი თბილისში
რა არის საჭირო იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანისთვის სახლი, მართლაც, ციხესიმაგრე იყოს? ყველაზე მეტად ადამიანს, ალბათ, საკუთარ სახლში სჭირდება, რომ შეიგრძნოს სიმყუდროვე, დაცულობის მაღალი ზღვარი, კომფორტი… ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც არა უბრალოდ იცხოვრებ, არამედ სიმშვიდეს ჰპოვებ. მნიშვნელოვანია ადგილიც… ერთი თვეც არაა, რაც დედაქალაქების ყურადღება ყველა ამ მოთხოვნის ერთობლიობამ მიიპყრო. ყველა ეს კრიტერიუმი ერთ პროექტში სახელად „მწვანე ბუდაპეშტში“ გაერთიანდა.
საცხოვრებელ კომპლექსს – “მწვანე ბუდაპეშტი“ თბილისში, ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) ქუჩის 22 ნომერში საერთაშორისო ჰოლდინგი „მაქროქონსთრაქშენი“ აშენებს. “მწვანე ბუდაპეშტის” პრესტიჟულობას და უპირატესობას მისი გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს. საბავშვობაღი, სკოლა, მეტროსსადგური, ბანკი, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო, – ეს იმ დაწესებეულებების ჩამონათვალია, რომლებიც მწვანე ბუდაპეშტის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული. ყველაფერი, რაც სოციალურად აქტიურ ადამიანს ესაჭიროება, იოლად ხელმისაწვდომია. უფრო მეტიც, როგორც კომპანიაში „კვირას“ განუცხადეს, ეკონომიკურ განვითარებასთან და უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად, „მწვანე ბუდაპეშტის“ ქონების ღირებულებაც თანდათან გაიზრდება.
კომპანია „მაქროკონსტრაქშენის“ პიარ-მენეჯერმა ელენე კვირცხალიამ „კვირასთან“ კომპანიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის საერთაშორისო ჰოლდინგი, რომელიც დაიბადა თურქეთში, თუმცა ამჟამად ბევრ ქვეყანაშია წარმოდგენილი. საეთაშორისოჰოლდინგი „მაქრო ქონსთრაქშენი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში. „მაქროქონსთრაქშენი“ ფლობს მიწის ტერიტორიებს თბილისში, აეროპორტის ტრასაზე, სადაც იგეგმება მრავალფუნქციური კომერციული ცენტრის აშენება და ბათუმში, სადაც ასევე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი აიგება. ამ ეტაპისთვის „მაქრო ქონსთრაქშენში“ დასაქმებულია 400- მდე ადამიანი და ეს რიცხვი პროექტების მატებასთან ერთად ყოველდღიურად იზრდება.
„კომპანია მაქრო ქონსთრაქშენი“ საქართველოში ორიწლის წინ შემოვიდა. კომპანიის ყველაზე მასშტაბური პროექტი „მწვანე ბუდაპეშტია“, რომლის ინვესტიცია თითქმის 45 მილიონ დოლარს შეადგენს. ზუსტად ორი წლის შემდეგ თბილისს კიდევ ერთი ახალი, ევროსტანდარტის საცხოვრებელი კომპლექსი დაამშვენებს. გარდა ამისა, თბილისშივე აშენდება 4- ვარსკვლავიანი სასტუმრო გორგასლის ქუჩაზე“,- განაცხადა ელენეკვირცხალიამ. მანამ, სანამ 4 -ვარსკვლავიანი სასტუმრო სტუმრებს გაუმასპინძლება, კომპანიის წარმომადგენლები ქართულ სამშენებლო ბაზარზე ლიდერად დამკვიდრებას სწორედ „მწვანე ბუდაპეშტით“ შეეცდებიან. პროექტის თანახმად, სახლის მშენებლობისას, ხარისხიანობასთან ერთად, აქცენტი მის კეთილმოწყობაზე, რეკრეაციულ ზონებზე, დაცულობასა და სრულ კომფორტზე კეთდება. შენობა მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული კონსტრუქციით იგება. ტიხრები, გარე და შიდა კედლები – შემავსებლები გაზო ბეტონის ბლოკებია. ფასადისთვის გამოყენებული იქნება კომპოზიტური პანელებისა და ფილების კომბინაცია. ტერასული გადახურვა წყალმედეგი და თბოსაიზოლაციო მასალებით გადაიხურება, კედლები კი თბოსაიზოლაციო მასალებით მოპირკეთდება. პროექტის ავტორებმა მაცხოვრებლებისთვის მყუდრო გარემოს შექმნაზეც იზრუნეს, ხმის იზოლაციისთვის პოლისტიროლის ხმის იზოლაციის მემბრანა იქნება გამოყენებული, რაც ხმის დახშობას უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ყველა სადარბაზოსთვის, ლიფტებისთვის, გარე განათებისთვის, კიბის უჯრედებისთვის და მიწის ქვეშა ავტოსადგომებისთვის, წყლისა და ხანძარსაწინააღმდეგო ჰიდროფორებისათვის დამონტაჟდება გენერატორები, რომლებიც ელექტროენერგიის გათიშვისას ავტომატურად დენის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფენ. ქალაქის წყალმომარაგების რეზერვუარებიდან ბინები წყლით უჟანგავი მილებითმომარაგდება, ყოველ ბინაში შეყვანილი იქნება ერთი სატელეფონოხაზი, მშენებლობის პროცესში სამშენებლო ტერიტორიაზე გაზგაყვანილობა, ხოლო, ყოველ ბინაში ინდივიდუალური გათბობის ქვაბები დამონტაჟდება. თითოეული ოთახის ფართის გათვალისწინებით დაყენდება პანელური რადიატორები, სააბაზანო ოთახებში – საშრობები, კომპლექსისში და ტერიტორიაზე მოეწყობა სამანქანო გზები, ბილიკები, გარეპარკინგი და დახურული ორდონიანი ავტოსადგომი -1 და – 2 სართულებზე.
კომპანიამ მაცხოვრებლების განტვირთვაზეც იზრუნა. როგორც „კვირას“ გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ჯული ქინქლაძემ განუცხადა, პროექტის თანახმად, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა კალათბურთის მოედანი, სკეიტბორდის რამპი, სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, ფიტნეს ცენტრი, ბავშვთა მოვლის ცენტრი და სარბენი ბილიკი გამწვანებული ტერიტორიის გარშემო. ტერიტორიას სრულ პერიმეტრზე შემოსაზღვრავს კედელი და ექნება ორი შესასვლელ-გასასვლელი უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტით, ე.წ. შლაგბაუმებით. მისივე თქმით, მაცხოვრებლებისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად, “მწვანე ბუდაპეშტის” კომპლექსი დამატებით ახალი ნარგავებით გამწვანდება.
მობინადრეთა მეტი კომფორტისათვის, ყოველ ბინაში ინდივიდუალურად დამონტაჟდება ინტერკომის სისტემა. სატელიტური მაუწყებლობის გასამართად ყოველი ბინის მისაღებ და საძინებელ ოთახში გაკეთდება კაბელების ღიობები. მობინადრეს დეკოდერის და რესივერის შეძენის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება, თავად აირჩიოს მაუწყებელი.
მისაღებ ოთახში გათვალისწინებულია თითო შესაერთებელი ინტერნეტის კაბელისათვის. ბინების ჩაბარებისას სადარბაზო – კიბეები და იატაკი მოპირკეთებული მარმარილოს ფილებით, კედლები შელესილი და საღებავით შეღებილი იქნება. ბინის მთავარი შესასვლელი კარი დამზადებული იქნება მასიური რკინისგან, შიდა კარი კი – MDF-ის მასალისგან.
კომპანია „მაქრო კონსთრაქშენის“ პიარ – მენეჯერის ელენე კვირცხალიას განცხადებით, სახლი განთავსებული იქნება 11 7000 კვადრატულ მეტრზე, მთელი ამ ტერიტორიის თითქმის 30% კი რეკრეაციულ ზონას უჭირავს. მისივე თქმით, კომპანიას ძალიან საინტერესო შეთავაზება აქვს იმ მშობლების მიმართ, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. „მწვანებუდაპეშტში“ ბავშვთა მოვლის ცენტრი გაიხსნება.
„ეს არ იქნება საბავშვო ბაღი, ეს იქნება ცენტრი, სადაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში მშობელი ბავშვის რამდენიმე საათით დატოვებას შეძლებს“,- განაცხადა ელენეკვირცხალიამ. „მწვანე ბუდაპეშტის“ სახლში საცხოვრებელი ბინების ფართობი 42 კვადრატიდან იწყება და 417 კვადრატამდე ადის, თუმცა სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, კომპანია „მაქრო კონსთრაქშენი“ კვადრატული მეტრის ღირებულებას განსხვავებულად აფასებს, აქ ფასის განსაზღრისას მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, თუ რომელ სართულზე ყიდულობს მომავალი ბინადარი საცხოვრებელ ფართს. „ ჩვენთან, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, არ არის დამტკიცებული კონკრეტული ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე, ფართები იწყება 42- დან და ადის 417 კვადრატულამდე. ფასი მერყეობს იმისდა მიხედვით, თუ რომელ სართულზეა ბინა განლაგებული. საშუალოდ ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1100 დოლარია, რაც მოიცავს ბინას დასრულებული რემონტით“,- განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ჯულიქინქლაძემ.
ჯული ქინქლაძის განმარტებით, კომპანია დაინტერესებულ პირებს გადახდის მოქნილ სისტემას სთავაზობს. შეღავათიანი და მოქნილი სისტემა მომავალ მობინადრეებისთვის განვადების რამდენიმე ვარიანტს გულისხმობს.
„ჩვენთან ძალიან მოქნილი გადახდის სისტემაა. გვაქვს სრულიად უპროცენტო შიდა განვადება, თუკი განვადების დროს კლიენტს ბინის სრული ღირებულების ათი პროცენტი შემოაქვს პირველადი შენატანის სახით. დანარჩენი 40 პროცენტი ორწლიანი სრულიად უპროცენტო განვადების სახით გადანაწილდება, დანარჩენი 50% დასაფარი ექნება 2016 წლის სექტემბრის ბოლომდე, რომ კომპანიის წინაშე დავალიანება დაიფაროს და მისი დასრულების დროს შეძლოს ბინის თავის სახელზე გადაფორმება. ამ შემთხვევაში კომპანია ფასდაკლებას ვერ აკეთებს. მეორე განვადების ფორმა არის, როდესაც კლიენტს ბინის სრული ღირებულების 25% შემოაქვს. ამ შემთხვევაში კომპანიას შესაძლებლობა აქვს, მყიდველს 5% ფასდაკლება გაუკეთოს. დანარჩენი 75% უპროცენტო განვადების სახით 2 წელზე გადანაწილდება. განვადების მესამე ფორმაა, როდესაც კლიენტს ბინის საერთო ღირებულების 50% შემოაქვს. ამ შემთხვევაში კლიენტს 7 ნახევარი პროცენტ იფასდაკლება გაუკეთდება. დანარჩენ თანხას კი ასევე 2016 წლის ბოლომდე დაფარავს. ერთიანი თანხის გადახდის შემთხვევაში კი კლიენტი საერთო ღირებულების 10% ფასდაკლებას მიიღებს“,- განაცხადა ჯული ქინქლაძემ.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მობინადრეები კომპანიისგან საჩუქრად ტერიტორიის 24 -საათიან დაცვას და პროექტში გათვალისწინებული ყველა ტიპის მომსახურებას ერთი წელი უფასოდ მიიღებენ.
ჯული ქინქლაძის განცხადებით, სახლში დამონტაჟდება ინტერკომ სისტემები (რადიოსისტემები),რომ მობინადრესთან მოსული სტუმარი პირდაპირ დაუკავშირდეს მაცხოვრებელს. მისი თქმით, სადარბაზოებში უცხო პირის შესვლა შეუძლებელი იქნება.
„მწვანე ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა შეიზღუდება. ეზოში შევლენ მხოლოდ მობინადრეები, სტუმრებისთვისკი გათვალისწინებული იქნება გარეპარკინგი. კომპანიამ ფორსმაჟორულ სიტუაციებზეც მოახდინა გათვლა – შესაბამისად, ყველასართულზე ხანძრის შემთხვევაში საავარიო გასასვლელი იქნება. პროექტის პრეზენტაცია 2014 წლის 26 სექტემბერს გაიმართა, პრეზენტაციიდან ზუსტად 2 წლის ვადაში მობინადრეებს უკვე საკუთარი ბინები ჩაბარდებათ.