Reuters: დღეს კანადის პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას

დღეს კანადის პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ თანამდებობიდან გადადგომის, შესახებ გააკეთებს განცხადებას.

ამის შესახებ  Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლიბერალი პარლამენტარების მზარდმა რაოდენობამ, რომლებიც შეშფოთებული არიან გამოკითხვების უარყოფითი შედეგებით, ტრუდოს საჯაროდ მოუწოდა გადადგომისკენ.

ჯასტინ ტრუდო ლიბერალური პარტიის ლიდერი გახდა 2013 წელს, როდესაც პარტია ღრმა კრიზისში იყო და, ისტორიაში პირველად, თემთა პალატაში მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები