ზუგდიდი-მესტიის გზაზე უცხოელი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრაში ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ცოლ-ქმარი არიან. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი ამ დრომდე საავტომობილო გზაზე რჩება, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები