116 წლის ბრაზილიელი მონაზონი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად აღიარეს
116 წლის იაპონელი ქალის, ტომიკო იტოოკის გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ტიტული ბრაზილიელ მონაზონს, ინა კანაბარო ლუკასს მიანიჭეს.
გინესის რეკორდების წიგნის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ მისი სტატუსი 116 წლისა და 210 დღის ასაკში დადასტურდა. ქალი ასევე ითვლება პლანეტის უხუცეს მონაზონად.
ინა კანაბარო ლუკასი დაიბადა 1908 წლის 8 ივნისს სან-ფრანცისკო დე ასისში (ბრაზილია). ის ბავშვობაში ისეთი გამხდარი იყო, რომ ეჭვები არსებობდა რამდენ ხანს იცოცხლებდა.
ბრაზილიელმა განათლება სკოლა-ინტერნატში მიიღო, მოგვიანებით კი საცხოვრებლად ურუგვაიში გადავიდა, სადაც 16 წლის ასაკში აღთქმა აიღო და მონაზონი გახდა.
ცოტა ხნის შემდეგ იგი დაბრუნდა ბრაზილიაში, სადაც გახდა პორტუგალიური ენის და მათემატიკის მასწავლებელი რიო დე ჟანეიროში. საბოლოოდ, ინა არ დასახლებულა ქვეყნის დედაქალაქში, მაგრამ პედაგოგიური კარიერის განმავლობაში ბევრგან მუშაობდა.
1980 წელს მონაზონმა თანამდებობა მიიღო პორტო ალეგრეში (ბრაზილია). 2018 წელს, როდესაც ინა 110 წლის გახდა, მან მიიღო სამოციქულო კურთხევა პაპ ფრანცისკესგან.