ბრიტანეთში დიდთოვლობის გამო ასაფრენი ბილიკები დაიხურა

ძლიერი თოვლის გამო, რომელმაც 5 იანვარს ღამით ინგლისის და უელსის ნაწილი დაფარა, რიგმა აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

მანჩესტერისა და ლივერპულის აეროპორტებმა კვირას დახურეს ასაფრენი ბილიკები, თუმცა დღის განმავლობაში განაცხადეს, რომ ფრენები მალე აღდგება.

ბირმინგემის ცენტრალურმა აეროპორტმა ასევე შეაჩერა ფუნქციონირება რამდენიმე საათით ღამით ასაფრენი ბილიკის თოვლისგან გასასუფთავებლად, მაგრამ განაცხადა, რომ გეგმავს ნორმალური ფუნქციონირების განახლებას კვირა დილით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები