ოკუპირებულ გალში ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი „აიაშარა“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლი ჩოლარიების ოჯახს ეკუთვნოდა. ხანძარმა სახლი მომენტალურად მოიცვა და ხუთი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ტელეგრამ“ არხ „აიაშარას“ ცნობით, შემთხვევის ადგილზე ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კონსტანტინე ფილია იმყოფებოდა.
ბავშვებიდან ყველაზე პატარა ოთხი თვის იყო.
წინასწარი ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელის დანთებისას ნავთი და ბენზინი აერია.