აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ მაიკ ჯონსონი აირჩიეს

რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობა შეინარჩუნა.

აშშ-ის 119-ე კონგრესის გახსნის დღეს წარმომადგენელთა პალატა ახალი სპიკერის ასარჩევად კენჭისყრისთვის შეიკრიბა.

კენჭისყრის შედეგად მაიკ ჯონსონს მხარი 218-მა რესპუბლიკელმა დაუჭირა, ერთმა თანაპარტიელმა კი სხვა კანდიდატს მისცა ხმა. მაიკ ჯონსონს 215 დემოკრატი კანონმდებლიდან მხარი არცერთმა არ დაუჭირა და ხმა მისცა თანაპარტიელ ჰაკემ ჯეფრისს. კენჭისყრის პირველ ტურში მაიკ ჯონსონს ხმა არ მისცა ორმა რესპუბლიკელმა, რალფ ნორმანმა და კეიტ სელფმა. მეორე კენჭისყრაზე კი მაიკ ჯონსონმა განდგომილი თანაპარტიელების გადაბირება მოახერხა.

რესპუბლიკური უმრავლესობის პირობებში, ქვედა პალატაში რესპუბლიკელებს 219 მანდატი აქვთ, დემოკრატებს კი – 215. ეს არის პალატის ყველაზე მცირე უმრავლესობა თითქმის 100 წლის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები