ანალენა ბერბოკი სირიის ახალ ლიდერს შეხვდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სირიაში, ფრანგ კოლეგასთან, ჟან ნოელ ბაროტთან ერთად იმყოფება. ევროპელი დიპლომატები ქვეყნის ახალ ლიდერს, აჰმედ ალ შარას შეხვდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ გერმანია აპირებს დაეხმაროს სირიის ხელისუფლებას ინკლუზიური, მშვიდობიანი გადაცემის განხორციელებაში, სოციალური შერიგების მიღწევასა და ქვეყნის აღდგენაში .

ამასთან, სირიაში ვიზიტით მყოფმა ბერბოკმა ციხე მოინახულა და გამოვიდა მოწოდებით, რომ საერთაშორისო ძალისხმევა მიმართონ სედნაიას ციხის წამებაში მონაწილეთა სათანადოდ დასასჯელად.

„ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ქმედებების შედეგად დაღუპულთა სიცოცხლეს უკან ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ ჩვენ ყველას, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, შეგვიძლია, დაგეხმაროთ სამართლიანობის აღსრულებაში“,- განაცხადა ბერბოკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები