ყაზახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 100-მდე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
ყაზახეთში, ასტანა-შჩუჩინსკის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 100-მდე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი დიდთოვლობა გახდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მანქანების ევაკუაცია და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.
შემთხვევის ადგილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მოსახლეობა უამინდობის შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.