რობერტ ფიცო, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერების გამო, კიევს საპასუხო ზომებით ემუქრება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთის მთავრობა უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საპასუხოდ ზომებს განიხილავს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს.

მისი თქმით, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა „ზელენსკის დივერსიაა“ და ამის გამო მისი ქვეყნის ზარალი წელიწადში 500 მილიონ ევროს შეადგენს.

უკრაინული მედიის ცნობით, სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები მომავალ სამშაბათს ბრიუსელში ტრანზიტის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მისი ქვეყნისთვის სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი გაზის ტრანზიტის აღდგენა არის ან კომპენსაცია თითქმის 500 მილიონი ევროს დანაკარგისთვის.

„პარტია Smer-SD-ის სახელით ვაცხადებ, რომ მზად ვართ, კოალიციაში მოლაპარაკება ვაწარმოოთ და შევთანხმდეთ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე და სლოვაკეთის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერის მნიშვნელოვან შემცირებაზე,“ – აღნიშნა ფიცომ.

შეგახსენებთ, 1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები