ლიბანის არმიამ ისრაელის საზღვარზე ძალების განლაგება დაიწყო
ლიბანის არმიამ ისრაელის საზღვარზე მდებარე შამაას დასახლებაში თავისი ძალების განლაგება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია ლიბანის არმიის განცხადებაში.
„ლიბანის არმია განლაგდა სამხრეთ ლიბანში, ტიროსის ქალაქ შამაას გარშემო, გაეროს დროებითი სამშვიდობო ძალების (UNIFIL) კოორდინაციით და დაიწყო საკუთარი დისლოკაციის განთავსება თავად დასახლების ტერიტორიაზე, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი პოზიცია ამ რაიონში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 27 ნოემბრის ღამით, ისრაელსა და ლიბანს შორის, თითქმის 14-თვიანი უწყვეტი ესკალაციის შემდეგ, ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ამერიკული გეგმის შესაბამისად განხორციელდა.