უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეთა მორიგი გაცვლა შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ტყვეობაში მყოფი 150 უკრაინელი ჯარისკაცი თანაბარი რაოდენობის რუს ჯარისკაცში გაცვალეს.

„ამ წლის 30 დეკემბერს, მოლაპარაკების პროცესის შედეგად, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 150 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები