ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზას საავადმყოფოზე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო ოპერაციის სამიზნე კვლავ ქალაქ ღაზაში მდებარე ალ-ვააფას ჰოსპიტალი გახდა. იერიშს 7 ადამიანი ემსხვერპლა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კიდევ 23 პირი დაიღუპა ღაზაში სხვა ობიექტებზე ისრაელის მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად. ასევე, არიან დაჭრილები.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეიდის დროს დააკავეს კამალ ადვანის საავადმყოფოს დირექტორი და ათობით სხვა თანამშრომელი. დაკავებული ჰოსპიტლის დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის ძალებმა ღაზაში თვითნებურად სასამართლოსა და ბრალდების გარეშე ასობით მედიკოსი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კამალ ადვანის საავადმყოფო განიხილება, როგორც სიცოცხლის გადარჩენის სამედიცინო სერვისების ხერხემალი ზოლის ჩრდილოეთით, რადგან ის ჩრდილოეთ ღაზას მოსახლეობის ორ მესამედზე მეტს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები