ირაკლი კობახიძე: ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება კონკრეტული გზამკვლევით, ევროკავშირთან მიმართებითაც მზად ვართ, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის
“ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ საჯაროდ, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება, კონკრეტული გზამკვლევით, იგივე მიმართულებით, ევროკავშირთან მიმართებითაც ვართ მზად, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.
„რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობების არსებული დონით, თუმცა, ამას აქვს თავისი მიზეზები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში იქნება ჯანსაღი ნაბიჯები გადადგმული და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ საჯაროდ, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება, კონკრეტული გზამკვლევით, იგივე მიმართულებით, ასევე ევროკავშირთან მიმართებითაც ვართ მზად, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.