დედოფლისწყაროში 14 წლის გოგონა საკუთარმა დეიდაშვილმა გააუპატიურა
დედოფლისწყაროში აზერბაიჯანელი 14 წლის გოგონა საკუთარმა დეიდაშვილმა გაიტაცა, შემდეგ – კი გააუპატიურა.
არასრულწლოვანის მამის განცხადებით, 6 შეიარაღებული მამაკაცი გოგონას საძინებელში შეიჭრა და ძალის გამოყენებით გაიტაცა.
პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანს ძალადობის კვალი აღენიშნება.
დაზარალებულის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უმკაცრეს ზომებს მიმართავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი.