ყაზახეთში ჩამოვარდნილი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შავი ყუთები აღმოჩენილია

ყაზახეთში ჩამოვარდნილი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის მეორე შავი ყუთიც ნაპოვნია. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩანაწერის გაშიფვრა უფრო მეტ კითხვას გასცემს პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის დაზიანება.

შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი შავი ყუთების წაკითხვას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

წინასწარი ცნობებით, თვითმფრინავს, სავარაუდოდ რუსული რაკეტა მოხვდა, რომელიც უკრაინული დრონების გასანეიტრალებლად იყო გამიზნული.

აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და რუსეთის ოფიციალური პირები მოუწოდებდნენ ხალხს, არ დაიწყონ სპეკულირება ავიაკატასტროფის შესახებ, სანამ გამოძიება არ დასრულდება.

ცნობისთვის, შავი ყუთი, იგივე საბორტო თვითჩამწერი განსაკუთრებული მეთოდით დაცული ჩამწერი აპარატია, რომელიც კომპიუტერის მყარი დისკის ან მეხსიერების ბარათის მსგავსია. აქ რეგისტრირდება და ინახება ფრენის პარამეტრებისა და ავიალაინერის მუშაობის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე – პილოტის კაბინაში მიმდინარე დიალოგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები