პუტინი: სლოვაკეთი მზადაა, უკრაინასთან მოსალაპარაკებლად პლატფორმა შემოგვთავაზოს

სლოვაკეთი მზად არის შემოგვთავაზოს პლატფორმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, თუკი საქმე მოლაპარაკებამდე მივა, რუსეთისთვის სლოვაკეთი მისაღები ვარიანტია, რადგან ნეიტრალურ პოზიციას იკავებს.

„ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ, თუკი საქმე აქამდე მივა. ჩვენი აზრით, სლოვაკეთს ნეიტრალური პოზიცია აქვს და ეს ჩვენთვის მისაღები ვარიანტია“, – დასძინა პუტინმა.

მანვე დარწმუნებით თქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ იქვე დასძინა, რომ რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნის მიღწევას 2025 წელს გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები