“ყველა პარტიამ, ერთი პარტიის გარდა, აიღო ის დაფინანსება, რომელიც მათ არჩევნებში ხმების პროპორციულად ეკუთვნოდა” – ქადაგიშვილი
“ყველა პარტიამ, ერთი პარტიის გარდა, აიღო ის დაფინანსება, რომელიც მათ არჩევნებში ხმების პროპორციულად ეკუთვნოდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ეს იმის აღიარებაა, რომ ისინი ფაქტობრივ მოცემულობას თვალს უსწორებენ. დანარჩენი პოლიტიკური ბრძოლისა და პიარის ელემენტია, როდესაც ისინი ამბობენ, რომ არ აღიარებენ არჩევნებს და არჩევნებიდან გამომდინარე შედეგებს. ეს თანხაც სწორედ არჩევნებიდან გამომდინარე შედეგია, რომლითაც ისინი, რა თქმა უნდა, სარგებლობენ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, მათ შორის არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “გახარია საქართველოსთვის” და “ლელო საქართველოსთვის”.
დაფინანსებაზე უარი პარტიამ – “კოალიცია ცვლილებებისთვის” განაცხადა.