“სრულიად აბსურდშია გადავარდნილი რადიკალური ოპოზიცია, როგორც სამართლებრივად, ისე – პოლიტიკური თვალსაზრისით” – მათიკაშვილი
“სრულიად აბსურდშია გადავარდნილი რადიკალური ოპოზიცია, როგორც სამართლებრივად, ისე – პოლიტიკური თვალსაზრისით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, “ფსკერს ქვემოთ არის დაშვებული ყველაფერი, რასაც ეს ხალხი ფიქრობს და ცდილობს, რომ გააკეთოს”.
“რეალურად, სამართლებრივად, არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია ზურაბიშვილს 29 დეკემბრის შემდგომ და ის ვალდებული იქნება, ყველა ბენეფიტი და უპირატესობა, რომელიც პრეზიდენტის სტატუსიდან გამომდინარე ჰქონდა, დათმოს”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.