წილოსანი – პარტიების მიერ დაფინანსების მიღებაზე: სწორედ ეს პარტიები მოუწოდებენ ბიზნესებსა და ადამიანებს, გაიფიცონ და შემოსავლებზე უარი თქვან

“მანამ, სანამ ვიღაცები პოლიტიკის ილუზორულ სამყაროში ცხოვრებას აგრძელებენ, პოლიტიკური პროცესები თავისი დინებით მიდის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანი აღნიშნავს, რომ, ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიების დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს.

“ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარტიების დაფინანსებას 6 პარტია მიიღებს.

• ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

• „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

• „გახარია საქართველოსთვის“

• „ლელო საქართველოსთვის“

• „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

• „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“.

უარი მხოლოდ „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ პარტიამ განაცხადა. დანარჩენები გააგრძელებენ კანონის და არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად ბიუჯეტიდან თანხის მიღებას.

და ეს მაშინ, როცა სწორედ ეს პარტიები “ასირცხვილებენ”, მოუწოდებენ ბიზნესებსა და ადამიანებს, გაიფიცონ და შემოსავლებზე უარი თქვან, შესაშური “მორალური”, რეალურად კი ამორალური ოპოზიცია”, – წერს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები