ირაკლი კობახიძე: კაია კალასმა განაცხადა, რომ 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება, შესაბამისად, არ მგონია, რომ 29 დეკემბრის შემდეგ რაიმე ირაციონალური ნაბიჯები გადაიდგას ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან
კაია კალასმა განაცხადა, რომ 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება შესაბამისად, მე არ მგონია, რომ რაიმე ირაციონალური ნაბიჯები გადაიდგას ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან 29 დეკემბრის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კაია კალასმა დააანონსა, რომ 29 დეკემბერს ყველაფერი მთავრდება სალომე ზურაბიშვილისთვის.
„კაია კალასმა დააანონსა ის, რომ 29-ში ყველაფერი მთავრდება სალომე ზურაბიშვილისთვის, მან განაცხადა მკაფიო, რომ 29 დეკემბერს იწურება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა, უბრალოდ თქვა, რომ მანამდე შეიძლება, ბევრი რამ მოხდესო, თუმცა 29 დეკემბრამდე ბევრი რამ არ მოხდა, ცოტა რამაც არ მოხდა შესაბამისად, რჩება 29 დეკემბერი. კაია კალასმა განაცხადა, რომ 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება შესაბამისად, მე არ მგონია, რომ რაიმე ირაციონალური ნაბიჯები გადაიდგას ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან 29 დეკემბრის შემდეგ. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.