მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

2024 წლის 26 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ეწვია და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და ქართველი ხალხის სახელით, აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს თანადგომა გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები