დავით მათიკაშვილი: პირველად საქართველოში, ხდება კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადება, ამით სრულდება საპარლამენტო რესპუბლიკად ჩვენი ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესი
პირველად საქართველოში, ხდება კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადება, ამით სრულდება საპარლამენტო რესპუბლიკად ჩვენი ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესი, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„მემკვიდრეობა არ არის სახარბიელო, თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მყისიერად, ძალიან მალევე, ახალი პრეზიდენტი შეძლებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში ამ ინსტიტუტის მოქცევას და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მის მიერ იქნება გადადგმული, სწორედ ქვეყნის სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, მისი გაერთიანების და გამთლიანების მიზნით იქნება გადადგმული“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.