დავით მათიკაშვილი: კარგად მახსოვს ის პერიოდი, როგორ ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ რეპრესიული მექანიზმებით ბანკი „ქართუს“ გაკოტრებას
მაშინ მე ბანკ „ქართუში“ ვმუშაობდი და კარგად მახსოვს ის პერიოდი, როგორ ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ რეპრესიული მექანიზმებით „ქართუს“ გაკოტრებას, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„მახსოვს როგორ ნაჩქარევად მიიღეს კანონში ცვლილებები, რომლითაც ბიზნესთან ერთად ნაწილობრივად შეეცადნენ, რომ ყველა ის სესხი „ქართუს“ რომ ჰქონდა გაცემული, ფაქტობრივად არ დაბრუნებულიყო ბანკში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.