ნიკოლეიშვილი – სალომე ზურაბიშვილზე: გარდა იმისა, რომ მისი რეიტინგი ნულს ქვემოთაა დაცემული, მისი ყოველდღიური საქციელი, განცხადება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

“სალომე ზურაბიშვილმა დაამყარა ყოველგვარი რეკორდი, თუკი რამ არსებობს! გარდა იმისა, რომ მისი რეიტინგი ნულს ქვემოთაა დაცემული, მისი ყოველდღიური საქციელი, განცხადება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილისგან ადამიანი ყველაფერს უნდა ელოდეს. მე ძნელად თუ მახსენდება ქართულ პოლიტიკაში მსგავსი – ვიცით, ხელმოცარული ადამიანები, ნეგატიური პოლიტიკოსები, რომლებსაც ქვეყნის ბედი არაფრად ანაღვლებთ, მათთვის დაფინანსებაა მთავარი, ან უცხოეთიდან მიღებული დავალებები, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა დაამყარა ყოველგვარი რეკორდი, თუკი რამ არსებობს! გარდა იმისა, რომ მისი რეიტინგი ნულს ქვემოთაა დაცემული, მისი ყოველდღიური საქციელი, განცხადება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

გუშინ აპირებდა აქციაზე გამოსვლას, მაგრამ მანამდე ჩაიდინა რაღაც გაუგონარი რამ, თითქოს სასაცილოც, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან ისეთი საქციელით გამოირჩა – სადღაც, ბავშვებისთვის მოწყობილ სცენაზე ახტა, მერე იღიმებოდა იქედნურად, ხელებს აქნევდა, არ ვიცი, რა ჰქვია ამ ქალბატონის საქციელს! მართლაც წარმოუდგენელია, რაღაც ისეთი კვალიფიკაცია, შეფასება მისცე, რომ ადეკვატურობასთან ცოტა ახლოს იყოს. ვინაიდან, ეს ქალი ერთი, თავის თავს არ ეკუთვნის, გასაგებია, იგი გარკვეულ დავალებებს იღებს უცხოეთიდან, თავიანთი პატრონებისგან, მაგრამ თვითონაც არ აკლებს იმას, რომ თავისი გიჟობები განავითაროს პოლიტიკაში“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები