“ბატონი ხაზარაძე ერთი კონკრეტული, რიგითი ჯაშუშია, რომელიც თავისი პატრონების დავალების შესრულებით არის დაკავებული” – არჩილ გორდულაძე
“ხაზარაძე რასაც კადრულობს, ეს პირდაპირ ქვეყნის ინტერესებისა და ქართველი ხალხის საწინააღმდეგო განცხადებაა – როდესაც ადამიანი მოუწოდებს ქართველ ჯარს, რომ თურმე მან არ უნდა შეასრულოს თავისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება და ქვეყნის წინაშე დადებული ფიცი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
მისი თქმით, “ამას რომ ადამიანი იკადრებს, ამაზე ზნედაცემული საქციელი არ არსებობს”.
“ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, იმას რომ ეს ადამიანები, მათ შორის ბატონი ხაზარაძე, ერთი კონკრეტული რიგითი ჯაშუშია, რომელიც თავისი პატრონების დავალების შესრულებით არის დაკავებული და ახლა მიღებული აქვთ დავალება თავიანთი პატრონებისგან, რომ მათ შორის ჯარსაც კი მოუწოდონ, რომ არ დაემორჩილონ ქართველი ხალხის ნებას და ქვეყნის წინაშე დადებულ ფიცს. ამაზე სულმდაბალ საქციელს ალბათ ვერავინ ვერ მოიფიქრებს დედამიწის ზურგზე“, – აცხადებს გორდულაძე.