“სააკაშვილს წამოსცდა, თურმე, „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა აქციები” – არჩილ გორდულაძე

“სააკაშვილს წამოსცდა, თურმე, „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა აქციები, ქართველ ხალხს კარგად აქვს გააზრებული, რა ძალა ებრძვის ქვეყანას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, სააკაშვილი ცდილობს, როგორმე, თავისი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს.

„არსებობს ქართული ანდაზა – ქურდს ქუდი ეწვისო, სააკაშვილს სწორედ ასეთი წამოცდენა ჰქონდა. მას წამოსცდა, თურმე, „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა ის აქციები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს. როცა მიხვდნენ, რა წამოცდენა ჰქონდა სააკაშვილს, სტატუსი სასწრაფოდ გაასწორებინეს. ახლა უნდათ, ასწორონ, უნდათ, გაიტანონ და უნდათ, შემოიტანონ თავიანთი ფალავანი, რომელიც ასე წამოკოტრიალებულია დიღმის მასივში, ქალაქის შემოსასვლელში. ამ ადამიანმა რა განცხადებებიც უნდა აკეთოს, საერთოდ აზრს მოკლებულია, რადგან დამსგავსებულია ბოროტ მასხარას, რომელიც აღარც იღებს დავალებებს პატრონისგან და ცდილობს, როგორმე თავისი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს, მეც აქ ვარ, არ დაგავიწყდეთ, ხალხოო.

ქართველ ხალხს კარგად აქვს გააზრებული, რა ძალა ებრძვის ქვეყანას, ქართველ ხალხს და როგორია საქართველოს საწინააღმდეგოდ მომართული ინტერესები. ამ ინტერესების ერთ-ერთი გამტარებელი მიხეილ სააკაშვილია, თავისი წამოცდენებით. ეს ადამიანი ფორმიდან ამოვარდა და პატრონების დავალებებს, როგორც ჯაშუშს შეეფერება, კარგად ვეღარ ასრულებს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები