თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი იწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი იწყება.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.
დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ბრალდება.
რამდენიმე დღის წინ, ჯაიანს ბრალი დაუმძიმდა – გამოძიების ინფორმაციით, ის კესარია აბრამიძეზე სისტემატურად ძალადობდა.