“ჩვენ ნებისმიერ ფასად დავიცავთ ჩვენ ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას, გავაგრძელებთ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას” – ბოჟაძე

“ქალბატონ ლორას ვურჩევ, ჩემთან ერთად დათვალოს სალომე ზურაბიშვილის დარჩენილი დღეები”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც “მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ქართული ოცნების” დღეები დათვლილია.

“ქალბატონ ლორას ვურჩევ, ჩემთან ერთად დათვალოს სალომე ზურაბიშვილის დარჩენილი დღეები. რაც შეეხება გარედან მუქარას, ეს ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს გარედან ჩართვებზე, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით წინასაარჩევნო პერიოდში და – არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. ნებისმიერი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ნებისმიერ ფასად დავიცავთ ჩვენ ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას, გავაგრძელებთ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას”, – განაცხადა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები